იანვრის პირველ დღეებში ყველა შობა-ახალწელს ულოცავს ერთმანეთს. ეს ორი დღესასწაული "ალილოს" სიმღერაშიც ხშირად ერთად არის ნახსენები, მაგალითად:
"ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე დაბადებულაო,
შობა ახალწელიწადი ჩვენთვის გათენებულაო"
ახალი წლის შემოსვლას საქართველოში საზეიმო განწყობილებით ეგებებიან. ყველა ოჯახს სურს რომ მომავალმა წელმა სიკეთე, ხვავი, ბარაქა, ბედნიერება და სიხარული მოუტანოს.
საახალწლო წესჩვეულებები უძველეს დროში შეიქმნა, სანამ ევროპიდან საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია შემოვიდოდა, დასავლეთ საქართველოში ჩიჩილაკს რთავდნენ. ჩიჩილაკი ახლაც გავრცელებულია. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ხისაგან ამზადებენ. ჩიჩილაკი და სანოვაგით სავსე ხონჩა ნაყოფიერებისა და ბარაქის მიმნიჭებლად მიიჩნევა. ჩიჩილაკს ნათლისღებამდე ინახავენ, შემდეგ კი წვავენ ან წყალს ატანენ.
ბევრი საახალწლო ტრადიცია მთელ საქართველოსთვის იყო დამახასიათებელი. საახალწლოდ ყველა ოჯახში განსაკუთრებული სუფრა იშლებოდა. სპეციალური საახალწლო კვერები ცხვებოდა და ა.შ. ამავე დროს, საქართველოს თითოეული საახალწლო წეს-ჩვეულებები გარკვეული თავისებურებებით გამოირჩეოდა. ახალ წელს საქართველოში ყველგან ოჯახს პირველად მეკვლე, ხშირად ოჯახის უფროსი მამაკაცი, ულოცავდა. მაგრამ განსხვავდებოდა თავად მილოცვის წესი. მაგალითად: ხევსურეთში ახალ წლის დილას ოჯახში მოსული მეკვლე სახლში ჯვარისგამოსახულებიან სამეკვლეო კვერს შეაგორებდა და კერის ნაკვერჩხალს ჯოხს დაჰკრავდა; მას რომ ნაპერწკლები დასცვივდებოდა, ოჯახს გამრავლებას, ხვავსა და ბარაქას უსურვებდა. სამცხესა და ჯავახეთში ახალი წლის დილას, მამლის ყივილისას ოჯახის უფროსი საახალწლო კვერებით, თაფლიანი ჯამითა და სავა ტკბილეულით სავსე ხონჩით სახლის ბანზე ავიდოდა, ერდოს სამჯერ შემოუვლიდა, ოჯახს დალოცავდა და ერდოდან საახალწლო კვერებს ჩამოყრიდა. ქართლში კი კაცის გამოსახულების კვერს - ბასილას, ოჯახის თითოეული წევრის სახელზე გამომცხვარ ბედისკვერებს და შინაური ცხოველების სახელზე გამომცხვარ კვერებს ოჯახის უფროსი ხონჩაზე დადებულ ღორის თავს შემოუწყობდა, ზედაც ბასილას დაადებდა; იქვე სხვადასხვა ტკბილეულს და თაფლში ამოვლებული პურის ლუკმებით სავსე ჯამს დაადებდა, ხონჩას სანთლებს მიაკრავდა და დილაადრიან ოჯახს ახალ წელს ასე მიულოცავდა.
დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, მაგალითად გურიასა და სამეგრელოში ახალ წელს კალანდას უწოდებენ.
გურიაში მეკვლე (უმეტესად ოჯახის უფროსი მამაკაცი) სახლში შესვლამდე მოივლიდა მარანს, საქათმეს, საძროხეს, საღორეს, სასიმინდეს.. გამრავლებას, ბარაქას უსურვებდა საქონელსა და ფრინველს, სიმინდსა და ღომს. შემდეგ იგი ჩიჩილაკითა და სანოვაგით სავსე ხონჩით ან გობით ხელში მიულოცავდა ოჯახს ახალი წლის დადგომას, ხვავს, ბარაქას, ჯანმთელობასა და ბედნიერებას უსურვებდა. ოჯახის ყველა წევრი ცეცხლთან მივიდოდა და იტყოდა: "ცეცხლო, ღმერთმა კალანდა მშვიდობით გაგვითენოსო".
რაჭაში შობისათვის წინა დღეს ემზადებოდნენ. კერაზე ცეცხლს ააგიზგიზებდნენ, საშობაო პურებს გამოაცხობდნენ, ღორს დაკლავდნენ. შობა დღეს გათენებმდე დიასახლისი ორ ყვინჩილას დაიჭერდა, ერთს, რომელსაც საანგელოზო ერქვა, ოჯახის მამაკაცებს, ბიჭებს და ხარებს შემოავლებდა თავზე და ჯანმთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებდა მათ. მეორეს - საოჯახოს კი პურს, ჭურჭელსა და ცეცხლს შემოავლებდა და ამჯერად ოჯახს უსურვებდა მშვიდობასა და კეთილდღეობას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიკვლებოდა და შეიწვებოდა ყვინჩილები. საანგელოზო ყვინჩილას ოჯახის მამაკაცები მიირთმევდნენ, საოჯახოს მირთმევა კი ოჯახის ყველა წევრს შეეძლო, შიგნეულის გარდა, რომელიც მხოლოდ დიასახლისს ეკუთვნოდა.
მოგვიანებით იშლებოდა საშობაო სუფრა, რომელზედაც უნდა ყოფილიყო ჯვარისგამოსახულებიანი ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ღორის ხორცით გაკეთებული კერძი და სხვა.
მოსწავლეები იკვლევენ და ეძიებენ მასალებს საქართველის კუთხეების საშობაო ტრადიციების შესახებ.
Thursday, November 3, 2011
საშობაო ტრადიციები

Subscribe to:
Posts (Atom)