Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება: საქართველოს კუთხეების საშობაო ტრადიციები.

პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: საქართველო მსოფლიოში განთქმულია თავისი ულამაზესი ქართული ტრადიციებით, მათ შორისაა საშობაო ტრადიციები, მას გააჩნია მრავალსაუკუნოვანი ისტორია. პროექტის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კულტურასა და ისტორიას, პარალელები გაავლონ სხვა ქვეყნების ტრადიციებთან.

პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შესახებ საშობაო თემაზე ( წიგნები, ინტერნეტი, ჟურნალ-გაზეთები და სხვა), მათ წარმოშობის ისტორიას. შექმნიან ფოტოალბომს, დახატავენ ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელს, შეაგროვებენ ვიდეომასალას, გააკეთებენ პრეზენტაციას ( საშობაო ღონისძიებას), შექმნიან ბლოგს და სხვა თვალსაჩინო მასალას.

პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს და პარალელი  გაავლონ სხვა ქვეყნის ხალხების ტრადიციებთან.

მონაწილეთა ასაკი: 9 - 14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა:  სექტემბერი-დეკემბერი.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს კუთხეებს, მათ საშობაო ტრადიციებს, ასევე სიმღერებს და ცეკვებს, რომლებიც სრულდება უშუალოდ შობის დღესასწაულზე. მოსწავლეები ქმნიან ფოტოალბომს და სხვა. რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დისკუსია, მასალების მოძიება ინტერნეტითა და წიგნების საშუალებით, პრეზენტაცია, თემის გადანაწილება და თემის გარშემო ჯგუფური მუშაობა.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეებთან ერთად ირჩევა თემა, ჩამოყალიბდება შეკითხვები, (ვინაიდან სკოლა არის დაბალკონტიგენტიანი, ამიტომ დავალებათა სირთულის მიხედვით სამუშაო გადანაწილდება კლასების მიხედვით), მოსწავლეები შეადგენენ სამუშაო გეგმას, რის მიხედვითაც იწყებენ მუშაობას,მუშაობაში მითითებებს აძლევს მასწავლებელი, ჯგუფებში ხდება მოვალეობათა გადანაწილება. თითოეულ ჯგუფს დაევალება საგნის მასწავლებლების მითითებებით მოიპივონ საქართველოს კუთხეების საშობაო ტრადიციების ისტორია, და მსვლელობა.მოპოვებული მასალა განიხილება ჯგუფებში,შედგება პრეზენტაცია, ჩაიდება ბლოგში, დაიგეგმება ღონისძიება,  გადანაწილდება როლები წარმოდგენისთვის,  იქმნება რეკვიზიტები, კოსტიუმები,  სწავლობს სიმღერებს, დგავს ცეკვებსა და მონტეჟებს, აკეთებს აფიშებს, მოსაწვევებს. აწყობს "პრეზენტაცია-კონცერტს".აკეთებს ფოტოალბომს, ვიდეოალბომს, რომელიც ჩაიდება ბლოგში.
        ბოლოს ხდება პროექტის შემაჯამებელი შეფასება შეფასების რუბრიკის მიხედვით.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ისტორია - მასწავლებელი აძლევს მითითებებს, თუ როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია საქართველოს კუთხეების ისტორიული ტრადიციების შესახებ.
ქართული ენა - მასწავლებელი აძლევს მითითებებს, თუ რომელ ლიტერატურულ წყაროებში ეძიონ საქართველოს კუთხეების ხალხური ლიტერატურის შედევრები თემასთან დაკავშირებით.
  ხელოვნება - მოსწავლეები ხატავენ ქართულ ტრადიციულ კოსტიუმებს, ქმნიან წარმოდგენისათვის საჭირო რეკვიზიტებს, აფიშებს, მასწავლებლის მითითებით..
მუსიკა - მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით სწავლობენ სიმღერებს, დგავენ ცეკვებს და მონტაჟებს, აწყობენ ღონისძიებას.
ისტ - მასწავლებლის მითითებებით ინტერნეტში იძიებენ საჭირო მასალას.

პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ნელი თომაძე, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლა, მუსიკის მასწავლებელი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nelitomadze@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი:http://nelitomadze.blogspot.com/